თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა მხარს დაუჭერს აზერბაიჯანს, სომხეთის საზღვარზე შექმნილ დაძაბული მდგომარეობასთან დაკავშირებით.
“ის, რასაც აკეთებს სომხეთი, მიუღებელია. ურჩევნიათ გონს მოვიდნენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანს, რათა დაცული იყოს მისის ტერიტორიული მთლიანობა. აზერბაიჯანი მარტო არ არის”, – განაცხადა ჩავუშოღლუმ თურქულ ტელეარხ TRT-ის ეთერში.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 12 ივლისს განაცხადა, რომ თოვუზის რაიონში, საზღვარზე სომხურმა მხარემ მათ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა, დაიღუპა სამი აზერბაიჯანელი სამხედრო, მათივე ინფორმაციით, მსხვერპლი იყო სომხურ მხარესაც.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის მხრივ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები შეეცადნენ საზღვრის დარღვევას და არტილერიის დახმარებით სომხური პუნქტის დაკავებას.
ოფიციალური ერევნის განცხადებით, მათ დანაკარგი არ აქვთ.
წყარო: ghn.ge