ამერიკელი საფეხბურთო ჟურნალისტი, გრანტი უოლი, კატარში არგენტინა-ნიდერლანდების მატჩის მიმდინარეობისას მოულოდნელად გარდაიცვალა.
BBC-ის ინფორმაციით, ამერიკელი საფეხბურთო ჟურნალისტი, 48 წლის გრანტი უოლი, კატარის მსოფლიო ჩემპიონატის არგენტინა-ნიდერლანდების მატჩის დამატებითი დროის მიმდინარეობისას მოულოდნელად გარდაიცვალა.
ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
გრანტი უოლი ნოემბერში კატარის ხელისუფლებამ სტადიონზე ლგბტ დროშისფერებიანი მაისურის ტარების გამო დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლა.
წყარო: ptn.ge