Forbes-მა უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე ძვირადღირებული ნახატების რეიტინგი გამოაქვეყნა

გინესის რეკორდების თანახმად, ლეონარდო და ვინჩის “მონა ლიზა” ფერწერული ტილოების ნიმუშებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია. 1962 წელს ის 100 მლნ დოლარად შეფასდა. ამჟამად, მისი ღირებულება 800 მლნ დოლარზე მეტს შეადგენს.

ჟურნალმა Forbes-მა უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე ძვირადღირებული ნახატების რეიტინგი გამოაქვეყნა:

კლოდ მონეს “თივის ზვინი” Sotheby’s-ის აუქციონმა 110,7 მლნ დოლარად გაყიდა. “თივის ზვინის” ყველა სერია მოიცავს 25-მდე ტილოს, რომლებიც მხატვარმა ჟივერნიში 1890-1891 წლებში შექმნა.

ნახატები ერთმანეთისგან სრულად განსხვავდება ფერით, შესრულების ტექნიკითა და ატმოსფერული ეფექტებით.

გაყიდული ნახატი ერთ-ერთია რვიდან, რომელიც კერძო კოლექციაში ინახება. დანარჩენი 17 დაცულია სხვადასხვა მუზეუმში – მეტროპოლიტენში, ორსეიში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტსა და ა.შ.

წყარო: ghn.ge