რომის პაპა ფრანცისკე მორწმუნეებს მოუწოდებს, წელს საშობაოდ ნაკლები საჩუქრები იყიდონ და დაზოგილი თანხა უყრაინისთვის გადარიცხონ.
„მოდით, შობა ჩვენს გულებში უკრაინელებით აღვნიშნოთ. ისინი ძალიან იტანჯებიან. დახარჯეთ ნაკლები და იქონიეთ უფრო მოკრძალებული შობა, მოკრძალებული საჩუქრებით, და დაზოგილი თანხა გაუგზავნეთ უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა პაპა ფრანცისკემ.