მიხეილ სააკაშვილი – მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, რომ შევწყვიტო შიმშილობა

მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც ამ ეტაპზე კატეგორიულად მთხოვენ, რომ შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, რომ თითქოს მე თვითონ ზიანს ვიყენებ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია ნათქვამი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა მედიას გააცნო.

როგორც სააკაშვილი წერს, ევროპარლამენტარები ჰპირდებიან, მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ მისი ,,მინიმალური უფლებების დაცვა.”

,,ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც ამ ეტაპზე კატეგორიულად მთხოვენ, რომ შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, რომ თითქოს მე თვითონ ზიანს ვიყენებ. ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა. მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ, რომ მოწამლული ვარ. რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტარების განხილვაშიც. იმიტომ, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების და მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატების დადასტურებულია”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.