იმ ადამიანებთან კამათი და რამის მტკიცება წყლის ნაყვაა, ვისაც მიშა ისევ პრეზიდენტი ჰგონია. ეს ხალხი მიშას სინდრომითაა ავად. რა ფაქტებიც არ უნდა დაუდოთ წინ…
მაინც ვერაფერს ხედავენ…
მხოლოდ “მიშას ტანჯვა” ანაღვლებთ. რომელიც კურორტზე უფროა, ვიდრე ციხეში.
ხან მგონია, თავად მიშა ატუტუცებს ამ საცოდავებს.
არა და…რამდენნი არიან…
ერთმა სულელმა, კითხვა დამისვა, რა დაუშავა საქართველოსო…
– რა უნდა ვუპასუხო?!
მე მიშას ფსიქიური ავადმყოფობა კი არა, ამდენი ადამიანის ავადმყოფობა უფრო მაშინებს.
მატლის თვისებაა, რაღაცას მიეწებოს. გამოჩნდეს ან გადარჩეს.
გადარჩენის რა გითხრათ და ამ მიშაზე მიწებებულებს, მგონი მართლა თავის გამოჩენა უნდათ.
თორემ…ასეთი ავადმყოფი, ოჯახის წევრი რომ გყავდეს, კაცმა უნდა დამალო, სხვამ რომ არ გაიგოს.
ესენი კი ციხეში ჩასმულ ნაპრეზიდენტარ ავადმყოფს მისტირიან, რომელსაც საქართველოსთვის ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია.
რომელი ერთი ჩამოვთვალო, რომლის გამოც სამუდამო პატიმრობა ეკუთვნის. მაგრამ ეს ჯოგი როდის გაიგებს იმას, რომ მიშა ისევ იმათ გაიყვანეს უკან, ვინც დაგვისვა.
გაიგებენ კი?
არამგონია.
მიშა თუ ვინმეს სჭირდება, მხოლოდ ოცნებას, რომ “მგელი მოდის,” “მგელი მოდის” პოზიცია შეუთავსონ.
თორემ ეს ფსიქიკურად ავადმყოფი, დიდხანია პოლიტიკურად მკვდარია.
ისინი, ვინც კიდევ ფართხალებენ საზღვარგარეთ, ვითომ მიშას გადასარჩენად “დავალებულები” და”პატივნაცემები” არიან ყოფილი პრეზიდენტისგან.
ვის გამოც მრცხვენია…
დიახ, მრცხვენია, რომ ეს ავადმყოფი საქართველოს პრეზიდენტი იყო.
მარტო გურამ შარაძის მკვლელობა ეყოფოდა, ნორმალურ ქვეყანაში…მისთვის რომ სამუდამო მიესაჯათ.
მაგრამ ახლა რა ჩამოთვლის მის დანაშაულთა სიას.
რატომ არ უკეთებენ ქონების კონსფიკაციას?
მარტო თავად კი არა, ხარჭებსაც რომ საზღვარგარეთ ბინები უყიდა პრესტიჟულ უბნებში?!
მაგრამ ამას ვინ დაეძებს. ისეთი სასათბურე პირობებში ჰყავთ, შეგშურდებათ.
ამ ამაზრზენი თამაშის კიდევ ბევრს გჯერათ…
ნაცები არსად წასულან. ისევე როგორც ჰიტლერის სიკვდილით, ფაშიზმი არ განადგურებულა.
მიშას დროს მიღებული კანონებით გააგრძელეს ქვეყნის შენება” და ელემენტარული ნაგავზე მიბრმული დენი და და დასუფთავებაც კი ვერ გააცალკევეს ერთმანეთისგან.
ამ “მთავრობისგან” რას ვითხოვთ?
მათ ხომ ნაცები უბრალოდ ჩაანაცვლეს. თორემ ბატონი არ შეუცვლიათ.
ადამიანურად მეცოდებიან მიშაზე შეყვარებული ქალები. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ესენი არასდროს ჰყვარებიათ, ცხოვრებამ ბევრი სიკეთე დააკლო და ხსნას მიშას სიყვარულში ეძებენ.
ან როგორ შეიძლება , გიყვარდეს პოლიტიკოსი.
მისი უნდა გჯეროდეს, ან არ უნდა გჯეროდეს!
ეს გასაცოდავებული ჯოგი კი…ხროვასავით რომ დასდევს პრეზიდენტად ყოფილს. გეფიცებით მართლა მეცოდება…
რომელი ერთი უნდა ჩამოუთვალო…
სულერთია…
არ სჯერათ!
სიარულისას ძირს ვიყურები, არ მინდა ჭიანჭველასაც კი ფეხი დავადგა…
მაგრამ ეს ადამიანად ყოფილი ერთადერთია, რომელსაც მინდა ის ყველაფერი უკან დაუბრუნდეს, რაც სხვებს დამართა.
არა, არ შეცდეთ…არ იფიქროთ მე დამიშავა რამე…ნეტა ჩემთვის დაეშავებინა და ქვეყანა არ გაეპარტახებინა. ამდენი ადამიანისთვის არ ჩაეცვა შავი.
სამშობლო არც ჩემით და არც თქვენით არ იწყება და არ იზომება…
მე ვინ რას გამიკეთებს, ამით როგორ უნდა შევაფასო ქვეყნის მმართველი.
სანამ არ გაიგებთ, არ შეიგნებთ რომ მიშაც და ბიძინაც საზღვარგარეთის პროექტია, მანამ ჩვენს პატარა ქვეყანას არაფერი ეშველება…
ორივე ერთი ფილმის ორი სერიაა…
მიშა თავის ბატონს რომ არ გაეწირა, ციხეში კი არა, ბუზს ვერ აუფრენდნენ.
რატომ არ გინდათ ამის დაჯერება…
საქართველოს რომ ამერიკის ელჩი მართავს, ბავშვმაც კი იცის. სამაგიეროდ ამერიკაში Georgia თუ ქვეყნაა, 1% არ იცის. რა ელჩი, რის ელჩი.
არამგონია მიშათი მოწამლულ ბრბოს რამე ეშველოს. კედლიდან კედელზე წყევლით რომ დარბიან და რატომღაც მიშა და მისი ოჯახი “ინტელექტის დიდ გამოვლენად მიაჩნიათ.”
მე კი ,მრცხვენია, რომ იმდენად გამიხარდა შევარდნაძის წასვლა… დაუფიქრებლად მივეცი ხმა….
ის იყო ჩემი უკანასკნელი არჩევნები…
დავიფიცე რომ არასოდეს მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში. რადგან სულერთია…ვინც უნდათ მაინც იმას დაგვისვამენ…
ჩვენ კი…
გვაჯერებენ, რომ ჩვენ ავირჩიეთ!
სასაცილოა. პირბადე რომ აგვაკრეს და ჰაერი შეგვიზღუდეს…ჩენ გვაჯერებენ, ხელისუფლება ჩვენ მოგვყავს სათავეში.
ან ეს ქალი…ვინც გარედან დაგვისვეს, ჩვენ ავირჩიეთ პრეზიდენტად…
გამოფხიზლდით უკვე…და სიმართლეს გაუსწორეთ თვალი.
მიშა კი არა, საქართველოს გადაყლაპავენ მალე.
ისე, მეცინება, ამერიკაში კარგად მოწყობილი და აწყობილი”ქართველები”, ამერიკელი ქმრებით, უკან დაბრუნებას რომ არ აპირებთ…მიშას პრეზიდენტობას ვის უსურვებთ?!
ჩამოიყვანეთ ამერიკაში, ციხიდან გამოსვლის მერე და სოფოს და მას, ერთად მოუწყეთ ხოლმე კონცერტები მანჰეტენზე. ან”ნაციონალში.”
ირმა ბეგლარიშვილი, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი