გერმანია უკრაინას დამატებით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს, რომელიც დაზარალებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხმარდება

გერმანია უკრაინას დამატებით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს, რომელიც დაზარალებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხმარდება.

გერმანია უკრაინას ზამთრისთვის დამატებით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს, რომელიც რუსული თავდასხმებისგან დაზარალებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხმარდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა პარიზის დონორთა კონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ქვეყანა ასევე აპირებს, უკრაინას საშობაოდ გენერატორები და საწვავი მიაწოდოს.

– “რუსეთის პრეზიდენტს სურს, გატეხოს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ” – განაცხადა ბერბოკმა.

წყარო: 1tv.ge