კალიფორნიის ტბაზე, სადაც გასულ კვირას მსახიობი ნაია რივერა გაუჩინარდა, გუშინ, ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ამერიკული გამოცემა ავრცელებდა.
„დღეს, დადასტურდა, რომ ნაპოვნი ცხედარი რივერას ეკუთვნის” – ნათქვამია მსახიობის შესახებ ვიკიპედიაში.
იქვე ვკითხულობთ, რომ მისმა შვილმა დაინახა, თუ როგორ ცურავდა ტბაში დედა. ის მარტო დარჩა ნავზე, სადაც სამართალდამცველებმა მიაგნეს.
მსახიობის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავების გუნდს მისი მშობლები, ძმა, ყოფილი ქმარი რაიან დორსი და სერიალი „გლეი”-ს კიდევ ერთი ვარსკვლავი ჰითერ მორისი შეუერთდნენ.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, 33 წლის მსახიობი გასულ კვირას მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ტბაზე მცირეწლოვან შვილთან ერთად სასეირნოდ გავიდა.
შერიფის ოფისის კაპიტანმა ერიკ ბუშჩოვმა განაცხადა, რომ ცხედარის იდენტიფიცირების მიზნით, სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდება.
33 წლის რივერა, 8 ივლისს პირუს ტბაზე იმყოფებოდა.
ქვეყნის მასშტაბით, სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ: გამომძიებლები, კრიმინალისტები, კინოლოგები.
ეძებდნენ ვერტმფრენების, ნავების, თვითმფრინავების, მეძებარი ძაღლებისა და მყვინთავების დახმარებით.
სერიალი „გლეი“-ის ვარსკვლავი და მისი 4 წლის ვაჟი მარტონი იყვნენ პონტონის ტიპის ნავზე, რაც ვიდეო კადრებში ასახულია, რომელიც შერიფს მტკიცებულების სახით აქვს.
“პრაიმტაიმი”