კლინიკა “ვივამედი” ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორად მართვას

“ემპათია“- “ვივამედი“ ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს სააკაშვილის ჯანმრთელობას და ის სასწრაფოდ უნდა იყოს განრიდებული საქართველოს ციხეთა სისტემას.

კლინიკა „ვივამედი“ ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორად მართვასა და მკურნალობას, რის გამოც ის „სასწრაფოდ უნდა იყოს განრიდებული საქართველოს ციხეთა სისტემას“ – აცხადებენ ცენტრ „ემპათიაში“.

როგორც “ემპათიის“ ექსპერტები აცხადებენ, 7 თვის განმავლობაში კლინიკა “ვივამედში“ სააკაშვილის მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდა და პირიქით, ადგილი აქვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას.

– “ამავდროულად, კლინიკა “ვივამედში“ პაციენტის ყოფნისას ადგილი ჰქონდა „საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ“ უხეშ დარღვევას და პაციენტისათვის სენსიტიური კადრებისა და ვიდეო – ჩანაწერების გამჟღავნებას” – ნათქვამია „ემპათიის“ განცხადებაში.

წყარო: itv.ge