პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბუქარესტში, “მწვანე ენერგიის” შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელს

ღარიბაშვილი ბუქარესტში, აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის “მწვანე ენერგიის” შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით რუმინეთში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ხელს მოაწერს შეთანხმებას “აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე”.

ხელმოწერის ცერემონიას ასევე დაესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს ვერნერ იოჰანისი.

წყარო: newposts.ge