თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით კლინიკაში მკურნალობს 24 კოვიდინფიცირებული განაგრძობს.
„გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში იყო 25 დადასტურებული შემთხვევა, ახალი პაციენტი არ შემოსულა, გამოჯანმრთელდა მხოლოდ ერთი და დღეს კლინიკაში გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით პაციენტების მდგომარეობა უცვლელია.
საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 999 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 870 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 001 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
“იმედინიუსი”