კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძე ოქროს მედალს დაეუფლა და მსოფლიო ჩემპიონი კვლავ გახდა.
მან ატაცში 215 კილოგრამი დაძლია, აკვრაში კი 251 კილოგრამი ასწია. ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 466 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ქართველი ძალოსანი კარიერის განმავლობაში მეექვსედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.