ავგუსტო სანტოს სილვა – პორტუგალიაში სათანადოდ ვაფასებთ საქართველოს სწორად დაბალანსებულ პოზიციას სამხრეთ კავკასიის საკითხების ირგვლივ.
პორტუგალიაში სათანადოდ ვაფასებთ საქართველოს სწორად დაბალანსებულ პოზიციას სამხრეთ კავკასიის საკითხების ირგვლივ – ამის შესახებ პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ავგუსტო სანტოს სილვამ საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა, პორტუგალია საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობასა და სიახლოვეს დადებითად აფასებს.
– „ჩვენ ვიზიარებთ ერთნაირ ღირებულებებს – პოლიტიკური, დიპლომატიური თუ კულტურული გადმოსახედიდან. ჩვენ გარკვეულწილად გეოგრაფიულ სიმეტრიაშიც ვიმყოფებით, ვგულისხმობ, პორტუგალიას და აღმოსავლეთ ევროპას და საქართველოს – აღმოსავლეთ ევროპაში.
მე დადებითი შეფასება მივეცი საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობასა და სიახლოვეს, მათ შორის ევროკავშირთან, უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით. აღსანიშნავია საქართველოს სწორად დაბალანსებული პოზიცია სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე საკითხების ირგვლივ. ამ ყველაფერს სათანადოდ ვაფასებთ პორტუგალიაში.
აღსანიშნავია ევროსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სადაც კიდევ უფრო უკეთ იკვეთება საქართველოს პერსპექტივა. ის ფაქტი, რომ საქართველომ მიაღწია შიდა კონსენსუსს ევროპული ოჯახის წევრობასთან დაკავშირებით, არის უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის” – განაცხადა პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა.
წყარო: 1tv.ge