კალათბურთელ თორნიკე შენგელიას რუსეთის არმიის კლუბ „ცსკა“-ში გადასვლას რუსულ მედიაშიც გამოხმაურებები მოჰყვა.
კერძოდ, რუსი ჟურნალისტი განიხილავს ქართველების კომენტარებს შენგელიას გადასვლასთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის კომენტარსაც.
„კალათბურთელი თავად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა“ – ამბობს ჟურნალისტი და ზურაბიშვილის „ფეისბუქ“ სტატუს კითხულობს, „ჩემთვის სამწუხარო და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით“. აღნიშნულს, ერთ-ერთი მოწვეული სტუმარი ასე აკომენტარებს: “საქართველოს პრეზიდენტიც კი იმ როლს ასრულებს, რომელსაც მას ამერიკელები ავალებენ”.
რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი არტიომ შეინინი გადაცემაში „დრო გვიჩვენებს“ ამბობს, რომ თორნიკე შენგელიას პატრიოტიზმსა და საქართველოს სიყვარულზე არავინ საუბრობდა, მაშინ როდესაც ის ამერიკულ კლუბებში თამაშობდა.
„ამ ამბავში თვითონ სპორტსმენი, რომელიც ამბობს ყველაზე ჯანსაღ სიტყვებს „უცნაურია აუხსნა ვინმეს ჩემი პატრიოტიზმი და სიყვარული საქართველოს მიმართ“. მაგალითად, როდესაც ის თამაშობდა ბრუკლინში, არავის მოსვლია აზრად ეთქვა, რომ მას ამერიკა უფრო უყვარდა ვიდრე საქართველო. როდესაც ის თამაშობდა „ჩიკაგო ბულსში“ მაშინაც არ განიკითხავდნენ. ეს კომენტარები სოციალურ ქსელში, რომელსაც წერენ არიან არაჯანსაღი კატეგორიის ადამიანები, ისინი ამისთვის არიან შექმნილები, თუმცა, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტისადმი, მე ვერ ვიგებ რისთვის აკეთებს ის ამას…“ – ამბობს არტიომ შეინინი.
“პრაიმტაიმი”