მოგილევში დასრულდა მაღაზიის დირექტორის სასამართლო პროცესი, რომელმაც, ბრალდების მხარის თქმით, უსაფუძვლოდ, „განზრახ და ეგოისტური მიზეზების გამო“ გაზარდა ყველის ღირებულება, რითაც „შეარყია ხელისუფლების ავტორიტეტი“. ეს არის პირველი განაჩენი ბელორუსში ფასების ზრდის მორატორიუმის დარღვევის საქმეზე.
განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა მოგილევის მკვიდრი, 46 წლის დამატებითი პასუხისმგებლობის კომპანიის (საწარმო-სუბიექტი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ელემენტებით – „აიპრესი”). ის ფლობს მცირე საოჯახო ბიზნესს – სოფლის მაღაზიას მოგილევის გარეუბანში.
„ფასების სტაბილიზაციის დროებითი ღონისძიებების შესახებ“ მინისტრთა საბჭოს დადგენილების ძალაში შესვლის მომენტში, მეწარმემ, რა თქმა უნდა, იცოდა მათი არსი. მაგრამ დადგენილების და მე-10 დირექტივის ნიუანსებმა მისი დაბნეულობა გამოიწვია.
შედეგად, 8 ოქტომბერს, ამ საწარმოს მაღაზიაში „ბებიის ბაზრის” სულუგუნის ფასი უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე 5 ოქტომბერს იყო. დარღვევა შენიშნა ადგილობრივი სოფლის აღმასკომის ფასების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელმა. მან 7 ოქტომბერს გადაღებული ფასების ეტიკეტების 5 ოქტომბერს გადაღებულებთან შედარებისას აღმოაჩინა, რომ სულგუნის ფასი კილოგრამზე 26 კაპიკით (27,5 თეთრით – „აიპრესი”) იყო გაზრდილი და ამის შესახებ ინფორმაცია რაიონულ აღმასკომს გადასცა.
ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლოს ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მეწარმე მარტივი ლოგიკით ხელმძღვანელობდა: მწარმოებელმა მას საქონელი ახალ ფასში მიაწოდა და ფასნამატი მან პროდუქტს ახალი ფასიდან გამომდინარე დაარიცხა. გარდა ამისა, იმ მომენტში, როდესაც ბიზნესმენი დააკავეს და მთელი პროდუქცია ჩამოართვეს, მას 10 შეკვრაზე ნაკლები, მთლიანობაში, დაახლოებით სამი კილოგრამი სულგუნი ჰქონდა მიღებული და გაყიდული არ იყო არცერთი შეფუთვა.
საბოლოოდ, სასამართლომ ბიზნესმენს ორი წლის თავისუფლების აღკვეთა ერთი წლით გადავადებით. სასჯელი ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ მეწარმე ერთი წლის განმავლობაში დანაშაულს ჩაიდენს. სასამარლომ ბიზნესმენს ჯარიმა არ დააკისრა, თუმცა აუკრძალა გარკვეული თანამდებობების დაკავება.