შოთასთვის – ახალგაზრდა კაცს, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება

31 წლის შოთა ტეფნაძეს, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, საზოგადების დახმარება სჭირდება.

შოთა 2 წელია ონკოლოგიური პაციენტია. ამ ორი წლის განმავლობაში, ყველა სამკურნალო ხარჯს უმკლავდებოდა – სახელმწიფო დაფინანსებით, პირადი, ოჯახის თუ მეგობრების სახსრებით.

ბოლო გამოკვლევებით პასუხი დამაკმაყოფილებელია და მისმა ავადმყოფობამ უკან დაიხია.

სულ 10-თვიანი მკურნალობა დარჩა და ამისთვის 120 000 ლარია საჭირო.

პირველი ეტაპისთვის, 25 დეკემბრამდე მას 12 000 ლარი სჭირდება.

თითოეული ლარი ძალიან მნიშვნელოვანია შოთას ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის.

საბანკო ანგარიშები:

#შოთასთვის

TBC ბანკი #GE20TB7655845061100034

საქართველოს ბანკი #GE80BG0000000162578063

წყარო: tia.ge