შეერთებულ შტატებს არ სურთ სირიიდან თავიანთი ჯარების სრულად გაყვანა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში შეზღუდული რაოდენობით საჯარისო კონტინგენტი დარჩება.
მიზეზი – “ისლამურმა სახელმწიფომ” არ უნდა მოიპოვოს კონტროლი ნავობსაბადოებზე. ამის შესახებ აშშ თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა პარასკევს, ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების სამიტის კულუარებში ჟურნალისტებს ღიად და დაუფარავად უთხრა. ამერიკელი სამხედროები ძირითადად დეირ ალ-სორის ნავთობით მდიდარ რეგიონში, ერაყის საზღვართან, განლაგდებიან. მინისტრმა მათი რაოდენობის შესახებ მონაცემები არ გაამჟღავნა.
რეალურად გამოჩნდა, რა მიზნებს ემსახურებოდა ამერიკული ინტერვენცია სირიაში. ნავთობის სტრატეგიული კონტროლი, სადაც კი ხელი მიუწვდებათ მსოფლიო მასშტაბით, მათი უმთავრესი ამოცანაა. “ისლამური სახელმწიფო”, რომელიც ამერიკული სპეცსამსახურების პროექტს წარმოადგენს, შირმა და საბაბია, რათა ამერიკელებმა თავიანთი მტაცებლური ზრახვები შენიღბონ და გაამართლონ.