ნედ პრაისი – საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად.
საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოეპყროს მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.
„საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, სააკაშვილს ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობა გაუწიოს, როგორც ეს რეკომენდებულია სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების მიერ.
რა თქმა უნდა, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ მისი უფლებები დაცული იყოს და მიიღოს ყველანაირი სამედიცინო მეთვალყურეობა, რაც მას სჭირდება“ – აცხადებს პრაისი.
წყარო: itv.ge