არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, იმისა რომ ირანმა რუსეთს საკუთარი წარმოების ბალისტიკური რაკეტა გადასცა – ჯონ კირბი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ  ირანმა რუსეთს საკუთარი წარმოების ბალისტიკური რაკეტა გადასცა.

„ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარეობს დისკუსიები ბალისტიკური რაკეტების პოტენციური გადაცემის შესახებ. ჩვენ ამ დროისთვის ამის დამადასტურებელი ფაქტი არ გვაქვს. პროცესს ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით“, – აცხადებს კირბი.

ირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტების მიწოდება – ის, რაც ცნობილია

ოქტომბრის შუა რიცხვებში Reuters-ის ჟურნალისტებმა ორ ქვეყანას შორის შეთანხმების შესახებ შეიტყვეს. ირანი დათანხმდა რუსეთისთვის კამიკაძე დრონების გადაცემას.

ნოემბრის დასაწყისში, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა , რომ რუსეთის ფედერაცია განათავსებს ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს უკრაინის ჩრდილოეთით.