საქართველოდან რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში რეექსპორტი გაზრდილია.
2022 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყნიდან რეექსპორტზე 1,630 მლრდ დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 61%-ით მეტია – კვლევას საქსტატი აქვეყნებს.
რეექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, რუსეთში ზრდა იყო დაახლოებით 110%, სომხეთში – 201,5%-ით, აზერბაიჯანში – 18,2%-ით, თურქეთში კი 135%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საქართველოდან რეექსპორტზე გადის ძირითადად: მსუბუქი ავტომობილები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, ტრაქტორები, სატვირთო ავტომობილები და სხვა.
წყარო: ptn.ge