უყრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი გავრცელებულ ინფორმაციას მისი ამერიკაში ვიზიტის შესახებ ადასტურებს. ამის შესახებ ზელენსკიმ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.
„გავემგზავრე ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის სტაბილურობისა და თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. უკრაინასა და ამერიკას შორის თანამშრომლობის საკითხს განვიხილავთ ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. ასევე სიტყვით გამოვალ კონგრესში და მექნება რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა“, – წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, ომის დაწყების შემდეგ, ეს უყრაინის პრეზიდენტის პირველი საგარეო ვიზიტია.