აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვაშინგტონი უყრაინას „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვაშინგტონი უყრაინას „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს.

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ში უყრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უყრაინის უსაფრთხოებისთვის დახმარების სახით ორი მილიარდი დოლარის ოდენობის ახალი პაკეტის შესახებ გააკეთებს განცხადებას.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ დახმარების ახალი პაკეტით გადაცემული „პეტრიოტის“ ბატარეები იქნება კრიტიკული აქტივი უყრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის საპასუხო შეტევებისგან დასაცავად. გავრცელებული ცნობით, უყრაინელი სამხედროები „პეტრიოტის“ გამოყენების წვრთნებს მესამე ქვეყანაში გაივლიან. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრიორიტეტი კვლავ იქნება „ნასამსი“, „ჰოვკსი“, „სტინგერები“ და უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო აღჭურვილობა.