„როიტერის“ ცნობით, დიმიტრი მედვედევმა და სი ძინპინმა პეკინში შეხვედრის დროს უყრაინის საკითხი განიხილეს

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა უყრაინის საკითხი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, დიმიტრი მედვედევთან განიხილა.

როგორც „როიტერი“ იუწყება, მედვედევი დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა პეკინში, სადაც ის ჩინეთის ლიდერმა მიიღო.

ჩინური სააგენტოების ცნობით, ჩინეთმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მხარეები თავშეკავებას გამოიჩენენ და პრობლემებს პოლიტიკური გზით გადაჭრიან.

„ჩვენ განვიხილეთ ურთიერთქმედება ორ მმართველ პარტიას – ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და „ედინაია რასიას“ შორის, ასევე განვიხილეთ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის  საკითხები ყველა სფეროში. მათ შორის არის ეკონომიკა, სამრეწველო თანამშრომლობა და ბევრი სხვა. განვიხილეთ საერთაშორისო საკითხები, მათ შორის, რა თქმა უნდა, კონფლიქტი უკრაინაში“, – წერს დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე.