უყრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი – ვლადიმირ პუტინი „ბუნკერის ბაბუაა“ – მას განსასჯელის სკამი ჰააგაში, ან ბუნკერში სამარცხვინო სიკვდილი ელოდება

უყრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, ვასილი მალიუკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, რომელმაც უყრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო, საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგენა ან მის ერთ-ერთ ბუნკერში სამარცხვინო სიკვდილი ელოდება.

„ეს არის ბუნკერის ბაბუა. ის ნამდვილად ცხოვრობს თავის მტკივნეულ სამყაროში და მას ორი ვარიანტი შეემთხვევა: ან განსასჯელის სკამი ჰააგაში, ან ნაძრახი სიკვდილი სადმე ალთაის ბუნკერში“, – აცხადებს ვასილი მალიუკი.

მისი თქმით, უკრაინის უშიშროების სამსახურმა, სხვა სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით, უკვე ჩამოაყალიბა მტკიცებულებების „უნიკალური კოლექცია“ მომავალი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოებისთვის.