მამუკა მდინარაძე: მიხეილ სააკაშვილი ოროთახიან ლუქსშია მოთავსებული

„დღეს, მხოლოდ ტყუილის რესურსი დარჩა და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ მას თმა რომ გადაევარცხნა და წვერი არ მოეშვა, რაღაც მომაკვდავად არ მოეჩვენებინა თავი, ამის აბსოლუტური რესურსი ჰქონდა.

საზოგადოების აზრს ვეთანხმები, რომ ეს ადამიანი დღეს ბინძურად სიმულირებს. წინა და დღევანდელი კადრები რომ ვნახე, მას შემდეგ კიდევ უფრო გამიჩნდა ეს რწმენა” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

.”რასაც კადრულობს – მსახიობობს ვხედავ. როცა თვეების განმავლობაში საგულდაგულოდ მალავ, რომ საქართველოში წამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაქვს გაკეთებული ერთი თვით ადრე, გეგმა ბე-სთვის, ეს არის სიმულაცია. ასევე სიმულაციაა ის, რომ თქვენი ტელევიზიები 4 ოქტომბერს დამსდევდით და ამბობდით, რომ თქვენი პრეზიდენტი კვდებოდა, თურმე, ამ დღეს მედპერსონალს ბოთლებს ესროდა. ამას ვეძახი სიმულაციას. ერთი კვირის წინ, თურმე, სისხლში ტყვიის შემცველობა იყო და აღმოჩნდა, რომ დასაშვებ ნორმაზეა მასთანაც და ჩვენთანაც. პოსტტრამვული აშლილობა თქვეს. ზოგადად, ამ ადამიანს აშლილობა ყოველთვის ჰქონდა. ტრავმა რამ გამოიწვია, აქ არის ფეიკი. მას არანაირი წამება არ ჰქონია, ოროთახიან ლუქსშია მოთავსებული და თქვენ კვლავ ვერ ასახელებთ დიაგნოზს, რომელიც შეიძლება, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად გათავისუფლების საფუძველია. მიხეილ სააკაშვილი კარგად რომ იყოს და ჯანმრთელი, ციხეში იქნებოდა. შეიძლება, ისე კარგად არ არის, როგორც თქვენ გინდათ, იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.