უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერის გაგრძელება საუკეთესო გზაა ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზით – ენტონი ბლინკენი

უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერის გაგრძელება საუკეთესო გზაა ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გუშინ დაარწმუნა უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომ ჩვენს ქვეყანას ექნება მხარდაჭერა მანამდე, სანამ საჭირო იქნება.

„ამ მხარდაჭერის შენარჩუნება გადამწყვეტია, რადგან პრეზიდენტი პუტინი ჯერ კიდევ არ იჩენს ინტერესს დიპლომატიის მიმართ“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მან, ასევე აღნიშნა, რომ, დიპლომატია ერთადერთი გზაა რუსეთის ომის დასასრულებლად უკრაინის წინააღმდეგ.

„სანამ პრეზიდენტი პუტინი არ შეცვლის თავის კურსს, საუკეთესო გზა მშვიდობის პერსპექტივების დასაახლოებლად, სრულფასოვანი დიპლომატიის პერსპექტივების დასაახლოებლად არის უკრაინისადმი ჩვენი ძლიერი მხარდაჭერის შენარჩუნება“, – დასძინა ბლინკენმა.