ეს ალიანსის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა და პუტინისთვის გადაგდებული ხორცის ნაჭერი იყო- მეთიუ ბრაიზა

ამერიკელმა დიპლომატმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ “მთავარ არხზე” გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა:

 

“საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი, ასე ვფიქრობ ბუქარესტის სამიტის შემდეგ. მაშინ საქართველო სულ არ იყო მზად ნატოს წევრობისთვის, მაგრამ დანამდვილებით უნდა მიენიჭებინათ მისთვის სამოქმედო გეგმა – MAP-ი. მაშინ სრულიად პათეტიკური ფორმულირებით ითქვა შემდეგი – რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრი ქვეყნები, მაგრამ არა ახლა. ეს პუტინისთვის გადაგდებული ხორცის ნაჭერი იყო… ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს ალიანსის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იყო, როცა ძალიან მკაფიოდ არ ითქვა, რომ საქართველო გახდება წევრი ქვეყანა”

“ალია”