აშშ-ში ჯაშუშობისთვის გასამართლებული მარია ბუტინა თავისუფალია

აშშ-ში ჯაშუშობისთვის გასამართლებული რუსეთის მოქალაქე მარია ბუტინა ფედერალური ფლორიდის ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ CNN-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, მას რუსეთში დაუყოვნებლივი დეპორტაცია ელის.

მარია ბუტინა 2018 წლის 15 ივლისს დააკავეს.​ მას მოსკოვის სასარგებლოდ აგენტურული ქსელის შემუშავებასთან ერთად აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენის მქონე ორგანიზაციებში ცნეს დამნაშავედ.

ბრალდების თანახმად, ვაშინგტონში ბუტინას მოქმედებებს რუსეთის ყოფილი დეპუტატი და ცენტრალური ბანკის თანამშრომელი ალექსანდრ ტორშინი ხელმძღვანელობდა, რომელსაც მიმდინარე წელს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სავარაუდო კავშირების გამო.

ბუტინამ ბრალი აღიარა და ამერიკულ ციხეში 15 თვე გაატარა.

“იმედი-ნიუსი”.