“არა პირბადეს”- შაბათს, 18 ივლისს 15:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია დაანონსდა

საზოგადოების ერთი ჯგუფი პრეზიდენტის სასახლესთან პირბადეების გამოყენების წინააღმდეგ აქციას აანონსებს:

– “მეგობრებო, სულ ცოტა ხნის წინ დავწერე პირბადეების საწინააღმდეგო აქცია ხომ არ გავმართოთ თქო და საკმარისი გამოხმაურება მივიღე.
ეხლა დავკონკრეტდები და გეტყვით: შაბათს, 18 ივლისს 15:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გავმართოთ აქცია სახელწოდებით “არა პირბადეებს”.
არანაირი დამცავი ფუნქცია არ აქვს პირბადეებს, ხალხს ხუთავენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და არ ურთავენ კონდიციონერს. პატრულმა დაიწყო ჯარიმების გამოწერა. არსად კანონში არაა მითითებული, რომ მაინცდამაინც ცხვირზე უნდა გეკეთოს პირბადე, სახელმწიფო აჯარიმებს სრულიად უკანონოდ და ემორჩილება იმნაძე-გამყრელიძის დიქტატურას.
ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა რატომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია? იმიტომ რომ ამ ქალმა შეიწყალა კრიმინალი უგულავა და ოქრუაშვილი, დაგმო თორნიკე შენგელიას გადასვლა რუსულ კლუბში, მაგრამ ხალხის გაგუდვაზე დუმს. როგორც პირველი პირი ვალდებულია ჩვენს გვერდით დადგეს და დაიცვას ხალხის ინტერესები!!!” – წერია განცხადებაში.