თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, მიიჩნევს რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ფატალურად დასრულების არ სჯერა ბიძინა ივანიშვილს, რადგან მას შურისძიება აბრმავებს.
“შურისძიება აბრმავებს ადამიანს და მე ვფიქრობ ზუსტად ეს მომენტია ახლა. თავს კი არ იტყუებენ, მათ მართლა ჰგონიათ რომ ასეთი[ფატალურად დასრულებული სააკაშვილის სიცოცხლე] საფრთხე არ დგას.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასთან პარალელურად მცირდება საქართველოს ევროპული პერსპექტივა და შანსები.
დღეს როცა შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა სრულიად დაუკავშირდა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.