ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, არ ელოდება, რომ თურქეთი დიდი ხნით დაბლოკავს შვედეთისა და ფინეთის ალიანსში შესვლას. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.
ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „ძალიან დარწმუნებულია“, რომ შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების წინადადებების რატიფიცირება „დროზე დასრულდება“ და მოელის, რომ ისინი ალიანსს 2023 წელს შეუერთდებიან.
გამოცემის ინფორმაციით, ამგვარად, სტოლტენბერგმა მიანშნა, რომ არ ელოდება თურქეთის მხრიდან ორივე ქვეყნის ნატოში შესვლის დიდი ხნით დაბლოკავს.