პოლონეთმა გერმანიას ოფიციალური დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა …

პოლონეთი გერმანიისგან მეორე მსოფლიო ომში მიყენებული ზიანის გამო რეპარაციის სახით 1,3 ტრილიონი აშშ დოლარის მოთხოვნასთან დაკავშირებით კიდევ უფრო კატეგორიული ხდება და სააპელაციო საჩივრით ახლა უკვე ევროსაბჭოს მიმართავს.

პოლონეთმა ადრე განაცხადა, რომ თავის მოთხოვნას გერმანიის მიმართ რეპარაციის სახით 1,3 ტრილიონი აშშ დოლარის გადახდასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანოებს წარუდგენდა, იმ შემთხვევაში, თუ გერმანია აღნიშნულ თანხას არ გადაიხდიდა. გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ პოლონეთი კვლავ აჟღერებს თავის მუქარას და ამ მიმართულებით ახალ ნაბიჯებს დგამს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მან რეპარაციის სახით გერმანიისგან მეორე მსოფლიო ომში მიყენებული ზიანის გამო გარკვეული ოდენობის თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით დასახმარებლად ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს მიმართა.

მინისტრის მოადგილემ Twitter-ზე დაწერა, რომ მან ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც ამჟამად ევროსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი უკავია, აღნიშნულ საკითხის თაობაზე „თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მოსაპოვებლად“ წერილი გაუგზავნა.

პოლონეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ქვეყანაში შეჭრისა და ოკუპაციის შედეგად პოლონეთისთვის მიყენებული ზიანისა თუ ზარალის დეტალური შეფასება წარადგინა. ანგარიშის თანახმად, ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი 1,3 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ოქტომბერში პოლონეთმა გერმანიას ოფიციალური დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა, რითაც გერმანელებს კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.

პოლონეთის საგარეო უწყების მოადგილის განცხადებით, გერმანია ანაზღაურების საკითხზე მოლაპარაკებების გამართვასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უარს აცხადებს. პოლიტიკოსი საკითხის ადგილიდან დაძვრის მიზნით, დეკემბერში თავად ჩავიდა გერმანიაში; თუმცა, გერმანიას პოლონეთის მიერ გაგზავნილ დიპლომატიურ ნოტასთან დაკავშირებით არავითარი რეაგირება არ მოუხდენია.

გერმანიის მხრიდან ურეაქციობის გამო, პოლონეთი საკითხის საერთაშირისო ასპარეზზე გატანას ცდილობს, რათა ამ გზით მეზობელ სახელმწიფოზე უფრო მეტი ზეწოლა მოახდინოს.

პოლონეთმა მოპარული მემკვიდრეობის აღდგენის თაობაზე იუნესკოს უკვე მიმართა, ახლა კი დახმარებას ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს სთხოვს.

წყარო: alt-info.ge