ქუთაისში მოულოდნელად გარდაიცვალა სამედიცინო ცენტრ ,,საროველას” კლინიკური დირექტორი, რეანიმატოლოგი ალექსანდრე კვაჩიძე. როგორც ცნობილია ის გუშინ დილით, გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილებით შეიყვანეს ქუთაისის დიაგნოსტიკურ ცენტრში. ალექსანდრე კვაჩიძე ოპერაციის დროს გარდაიცვალა.
„შენნაირი ადამიანები ასე ნაადრევად არ უნდა მიდიოდნენ… ჯერ ისევ ბევრ ადამიანს სჭირდებოდა შენი დახმარება, რამდენი ღამე გაგითენებია… რამდენი სიცოცხლე გადაგირჩენია, ალეკო ექიმო… მშვიდობით“;
„არ მეგულება ადამიანი, შენგან ნაწყენი და შენზე ცუდის მთქმელი. როგორ ჰყვარებიხარ სამყაროს“ – წერენ სოციალურ ქსელში.