ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „bloomberg”-ი აქვეყნებს.
იაპონია მაისის შემდეგ პირველად განახორციელებს რუსული ნავთობის იმპორტს. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ ნავთობისა და გაზის იმპორტი რუსეთიდან მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. შესაძლო დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლება იმპორტიორებს საწვავის მარაგის შევსებისკენ მოუწოდებს.
გემების გადაადგილებიოს სათვალთვაო სისტემის მონაცემების თანახმად, „Sakhalin2″-ზე ნავთობით დატვირთული ტანკერი „Aframax” ახლა იაპონიაში მიემართება. ამ მიწოდების მომხმარებელია იაპონური კომპანია Taiyo Oil. ტვირთი კიკუმესა და ნამიკატას ტერმინალებზე განიტვირთება. ეს არის ნავთობის პირველი მიწოდება რუსეთიდან იაპონიაში ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, წერს „bloomberg”-ი.