“თსუ-ს არ ეშველება არაფერი, სანამ არ მოხდება მისი სრული პრივატიზაცია” – ჯაფარიძე

“თსუ-ს არ ეშველება არაფერი, სანამ არ მოხდება მისი სრული პრივატიზაცია” – ჯაფარიძე.

– “საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქუთაისის ავტოქარხანა რომ დაგვეტოვებინა საბიუჯეტო დაფინანსებაზე და 31 წლიანი ზარალზე მუშაობის შემდეგ, ახლა რომ ვკამათობდეთ ვისი დანიშვნა სჯობს დირექტორად, კუკურის თუ ჯემალის, ზუსტად ეგ ხდება ახლა თსუ-ზეც!

თსუ-ს არ ეშველება მანამდე საერთოდ არაფერი, სანამ არ მოხდება მისი სრული პრივატიზაცია.

მანამდე ის დარჩება საბჭოთა უმაღლეს სასწავლებლად,
რომელიც ზუსტად ჯდება ბიძინას, ანუ იგივე “ოცნების” გემოვნებასა და პოლიტიკურ მიზნებში და გააგრძელებს თაობების განადგურებას.

სამუშიას რექტორობა მხოლოდ სიმპტომია ავადმყოფობის, სანამ სისტემა ასეთია, სამუშია იქნება თუ ჯოლბორდი, მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს” – განაცხადა ჯაფარამ.

წყარო: 2tv.ge