სასამართლო პროცესზე დაკითხულმა ექიმმა, თამარ აბაშიძემ თქვა, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია. „ვივამედმა“ მისი მკურნალობის ყველანაირი რესურსი ამოწურა და ვერანაირ შედეგს ვერ იღებენ. მძიმე პატიმარია და ფაქტობრივად, თქვა, რომ თუ არ გადაიყვანთ ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სასამართლო პროცესზე ის მტკიცებულებები მიიღეს, რასაც ამბობდნენ, კერძოდ ის, რომ სააკაშვილი მოწამლულია.
„დღეს სასამართლო პროცესზე დაკითხულმა ექიმმა, თამარ აბაშიძემ თქვა, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია, „ვივამედმა“ მისი მკურნალობის ყველანაირი რესურსი ამოწურა და ვერანაირ შედეგს ვერ იღებენ. მძიმე პატიმარია და ფაქტობრივად, თქვა, რომ თუ არ გადაიყვანთ, ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდებაო.
„ვივამედის“ ექიმმა მიიტანა ეჭვი ტოქსიკოლოგიაზე, რის შემდეგაც ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, ამოვიდა ნივთიერებები, ამის შემდეგ ყურადღება არ მიაქციეს. თუმცა, უნდა მიექციათ, ვინაიდან, სიმპტომატიკა არსებობდა. ჩვენს მიერ 5 თვის გასვლის შემდეგ დაინიშნა ექსპერტიზა ამერიკაში, სადაც დადასტურდა იმაზე დიდი ოდენობები, ვიდრე პირველი კვლევის დროს იყო ამოღებული. სასამართლო პროცესზე ის მტკიცებულებები მივიღეთ, რასაც ვამბობდით და ვაცხადებდით, სააკაშვილი მოწამლულია პენიტენციურ სამსახურში და შეტანილი გვაქვს საჩივარი იმ პიროვნებაზე, ვინც სასამართლო დარბაზში ზის, ურთქმელიძე – ეს ადამიანი არის სისხლის სამართლის დამნაშავე“, – აღნიშნავს ხაჭაპურიძე.