სომხეთის პრეზიდენტი: თუ აზერბაიჯანს ძალის ენა ურჩევნია, სომხეთის არმია მზად არის საკადრისი პასუხი გასცეს

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში საომარი ქმედებების გაჩაღება საკუთარ და მეზობელ ქვეყანაში არაადამიანური და უპასუხისმგებლო ქმედებაა.

 

სომხეთის პრეზიდენტის თქმით, სომეხი სამხედროები განაგრძობენ სიტუაციის კონტროლსა და პირობების კარნახს.

„თუ აზერბაიჯანს ძალის ენა ურჩევნია, სომხეთის არმია მზად არის საკადრისი პასუხი გასცეს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად. საამისოდ საჭიროა ერთიანობა და ბოლო ორი დღე ამას ცხადყოფს“, – აღნიშნა არმენ სარქისიანმა.

12 ივლისს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად 4 სომეხი და 11 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.

“იმედი”