თურქეთის თავდაცვის მინისტრი: ჩვენი ჯარი აზერბაიჯანის მხარეს საომრად მზადაა

თურქეთი და მისი ჯარი მზადაა, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანს სომხეთთან ბრძოლებში. თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა.

 

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარების შეფასებისას აქარმა განაცხადა, რომ ანკარა მოძმე აზერბაიჯანელი ერის ტკივილს იზიარებს.

მან ასევე გაიხსენა თურქთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვები, რომელმაც სომხეთის ქმედებები დაგმო და განაცხდა, რომ „სომხეთი თვითონ აღმოჩნდება იმ ორმოში, რომელსაც სხვას უთხრის“.

12 ივლისს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად 4 სომეხი და 11 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.

“იმედი”