ლონდონში 81 წლის ასაკში, გარდაიცვალა ცნობილი მოდის დიზაინერი, ვივიენ ვესტვუდი.
81 წლის ასაკში დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი გარდაიცვალა.
– “ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში ვესტვუდის მოდის სახლის ადმინისტრაცია წერს, რომ ის “მშვიდად და ახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა ლონდონის სამხრეთში”.
ვესტვუდის მეუღლემ და პარტნიორმა, ანდრეას კრონთალერმა განაცხადა, რომ “ის აქტიურად განაგრძობს მუშაობას, ვივიენის ხსოვნით გულში”.
ინგლისელი დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი 1970-იან წლებში პანკისა და მოდის ახალი ტალღის მეინსტრიმში შემოტანითაა ცნობილი. მის მიერ შექმნილი სამოსი არაერთ ცნობილ ადამიანს ეცვა მსოფლიოში.
წყარო: ptn.ge