“თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან …” – ნიკა გვარამია ციხიდან მიმართვას ავრცელებს …

“თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან …” – ნიკა გვარამია ციხიდან მიმართვას ავრცელებს.

“მართალია, ასტროლოგიისა და სხვა ფსევდომეცნიერებების არ მჯერა, მაგრამ სიმბოლოებს მაინც გამოვიყენებ.

ჩინური კალენდრით 2023 წელი კატა-კურდღლის წელი ყოფილა. ეს მითიური ცხოველია, რეალობაში კი ან კატაა, ან კურდღელი. ერთად არ გამოდის…

ჩვენს თავს, ქართულ საზოგადოებას, ვუსურვებ ახალ წელს კატა ყოფილიყოს – ბოლო-ბოლო, კატა მცირე ლომია და თან 9 სიცოცხლე აქვს. კურდღლობას არ ვუსურვებ – თავზე ხელს კი გადაუსვამენ ხოლმე, მაგრამ, მხოლოდ ჭამისთვის დაბადებულს, ბოლოს (მოკლე ვადაში) აუცილებლად დაკლავენ და შეჭამენ.

აქვე, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და თავისუფლებას.

თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან“ …

წყარო: itv.ge