აშშ-ში ოჯახმა 12 წლის წინ დაღუპული კატის სახელზე ამომრჩევლის მოწმობა მიიღო

აშშ-ში, ატლანტაში მცხოვრებმა ტიმსების ოჯახმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლის რეგისტრაციის შესახებ უწყისი მიიღო, რომელშიც მათი კატის სახელი იყო მითითებული. ამის შესახებ Fox News-ი იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ უწყისის მიღება რამდენიმე მიზეზის გამო გაუკვირდა.

„პირველ რიგში იმიტომ, რომ კოდი კატაა და ამიტომ პოლიტიკაში არ ერკვევა. თუმცა კოდი მშვენიერი კატა იყო, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი ოჯახი და უბანი“, – ამბობს კოდის პატრონი კეროლ ტიმსი. მეორე მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ კოდი 12 წლის წინ მოკვდა.

თუმცა ჟურნალისტები მაინც დაინტერესდნენ იმით თუ ვის მისცემდა ხმა კოდი. კეროლ ტიმსა აღნიშნა, რომ კატა უდავოდ „დემოკრატიული პარტიის“ მხარდამჭერი იქნებოდა.

ჯორჯიის მთავრობაში განმარტეს, რომ ტიმსებისთვის კატის რეგისტრაციის შესახებ წერტილი არ გაუგზავნიათ და ივარაუდეს, რომ ყველაფერში „მესამე მხარეა“ დამნაშავე, რომელიც ამგვარად მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.

“იმედი”