გერმანელ პოლიციელს პეტარდა თავში, ჩაფხუტის ქვეშ მოარტყეს – ეს და სხვა ვიდეოკადრები ბერლინის ქაოსიდან

ბერლინი, ლაიფციგი, ჰაგენი… გერმანული ქალაქები ახალი წლის დილას ქაოსმა მოიცვა. გეიროკავშირად წოდებულ ევროკავშირში უკვე ჩვეულებრივი ამბავია, რომ აზიელი მიგრანტები სხვადასხვა სახის დებოშს აწყობენ, მაგრამ ამჯერად ყველა ზღვარი იქნა გადალახული – მიგრანტებმა მიზანმიმართული შეტევა მიიტანეს პოლიციაზე, სახანძრო დახმარებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებზე. სასწრაფოს ერთი ეკიპაჟი ძლივს გადაურჩა დასახიჩრებას, მათ პაციენტი გადაჰყავდათ…

გერმანიაში პოლიტიკოსები ერთი-მეორეზე უფრო მკაცრ განცხადებებს აკეთებენ. მათ მოუწოდეს პოლიციასა და პროკურატურას საქმეების სწრაფად აღძვრისაკენ, რათა არ გასულიყო წინასწარი დაკავების 48 საათი (103 თავდამსხმელი დაკავებული იქნა, თუმცა დამნაშავეთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ დააკავეს). სასამართლოს კი პოლიტიკოსები მკაცრი სასჯელების გამოტანისკენ მოუწოდებდნენ.

თუმცა ევროკავშირ-გეიროკავშირის გადედლებული, ერთ დროს იმპერიის სტატუსის მქონე გერმანია პარალიზებულია. უკანასკნელი ცნობით, 103-ივე დაკავებული გათავისუფლებულ იქნა, 48-საათიანი ვადის გასვლის შემდეგ (მათ შორის, ის დამნაშავე, რომელმაც სასწრაფოს ექიმების მანქანის შუშა დალეწა).

გთავაზობთ ბერლინში მომხდარი სისასტიკის ამსახველ კადრებს. ერთ-ერთ კადრში ჩანს, როგორ ესხმიან თავს პოლიციელთა ჯგუფს რაკეტებით და როგორ ხვდება პეტარდა ერთ-ერთ პოლიციელს თავში, ჩაფხუტის ქვეშ მას თავზე ცეცხლი ეკიდება. მეორე ვიდეოზე კი მოტომრბოლელის მიერ გადაღებული ლაივ-კადრებია – ადრენალინის მოყვარულებისთვის.

 

Feuerwehrmänner löschen an der Sonnenallee einen Reisebus, der von Unbekannten angezündet worden war. +++ dpa-Bildfunk +++