მამაკაცი, რომელსაც ქათმის ძვალი კისერში გაეჩხირა, ქუთაისში სიკვდილს გადაარჩინეს.
ქუთაისში მამაკაცი, რომელსაც ქათმის ძვალი ყელში გაეჩხირა, სიკვდილს გადაარჩინეს.
– “კლინიკა ბომონდი”-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებას დახმარებისთვის პაციენტმა მომართა, რომელსაც სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. თავის მხრივ, პრობლემას ტრაქეაში მოხვედრილი ქათმის ძვალი იწვევდა.
– “პაციენტის მდგომარეობა ამგვარად ფასდებოდა: მძიმე დესატურირებული ჰიპოქსიურ ენეფალოპათიაში მყოფი. ნაცდელი იქნა უცხო სხეულის ამოღება ტრაქეადან ბრონქოსკოპის საშუალებით, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რასაც ძვლის სანათურში მდებარეობა იწვევდა.
გადაწყვეტილი იქნა უცხო სხეულის მოცილება ინვაზიური მეთოდით. ტრაქეიდან მიდგომით, ოპერაციული გზით ამოღებული იქნა აღნიშნული ძვალი.
აღნიშნული მანიპულაციის შემდგომ, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია” – ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი ტარიელ კუხიანიძე.
წყარო: itv.ge