ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ახალი სკვერი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 277 700 ლარი დაიხარჯა. ადგილზე მოეწყო სხვადასხვა სახის გასართობი სივრცე, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, მოეწყო გამწვანების ზოლი, სავარჯიშო მოწყობილობები.
სკვერის გახსნას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ კვიცარიძესთან და ავტოქარხანაში მერის წარმომადგენელ გიგა ციბაძესთან ერთად დაესწრო. დავით ერემეიშვილის განცხადებით, ქუთაისში მიმდინარე წელს 10 სკვერი მოეწყობა და სრულად განახლდება საპარკე ინფრასტრუქტურა. მისივე თქმით, სკვერის მოწყობის სამუშაოები რამდენიმე უბანში უკვე დასრულდა.
ქუთაისში სკვერების მოწყობაზე ტენდერი მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადდა.
“იმედინიუსი”