ქალის როლი პოლიტიკასა და უსაფრთხოებაში – ცერემონია საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში

ქალის როლი პოლიტიკასა და უსაფრთხოებაში – საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში პროგრამის “ქალები ეროვნულ უსაფრთხოებაში” კურსდამთავრებულთა სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

“ჩვენ გვყავდა წარმომადგენელი ყველა უწყებიდან, ასევე არასამთავრობო სექტორი. ის, რომ მათ ერთი წლის მანძილზე შესაბამისი კურსები გაიარეს, ასევე მათ ჰქონდათ შეხვედრა მენტორებთან მოტივაციის ამაღლების  თვალსაზრისით – ეს ყველაფერი იმის მომცემია, რომ კიდევ უფრო მაღალ თანამდებობებს დაიკავებენ მომავალში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სექტორში,” – აცხადებს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი თეონა აქუბარდია.

ღონისძიებას ნიდერლანდების ელჩი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალის როლის განვითარებას სხვადასხვა სფეროში, არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ პოლიტიკის თუ საზოგადოებაში ჩართულობის მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ ქალებს თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ, რადგან ისინი ბევრ სფეროში არიან გამორჩეულები,”- აღნიშნავს ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარია ვან კოლდამი.

 

“რუსთავი2”