“ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი პაატა ბურჭულაძე იქნება?!

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი შესაძლოა, პაატა ბურჭულაძე იყოს.

როგორც “2020NEWS”-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, პაატა ბურჭულაძეს სიის პირველი ნომრობა უკვე შესთავაზეს, თუმცა ჯერ მას გადაწყვეტილება არ მიუღია.

აღნიშნულთან დაკავშირებით “2020NEWS”-ს „ნაციონალურ მოძრაობაში“ განუცხადეს, რომ კონსულტაციები ბევრი მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის პაატა ბურჭულაძესთანაც.

შეგახსენებთ, პატაა ბურჭულაძემ ჯერ კიდევ 2016 წელს საკუთარი პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ დაარსა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ პარტიამ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა.

 

“infonews”