ბერლინში ახალი წლის ღამეს მომხდარი არეულობების დროს დაკავებული პირების 70%-ს მიგრაციის ისტორია აქვს.
ადგილობრივმა პოლიციამ დაადასტურა, რომ ბერლინში ახალი წლის ღამეს მომხდარი არეულობების დროს დაკავებული პირების აბსოლიტური უმრავლესობა მიგრანტები არიან.
ბერლინის პოლიციამ გერმანიის დედაქალაქში მომხდარი სამოქალაქო არეულობის დროს დაკავებულთა შესახებ განახლებული ინფორმაცია წარმოადგინა.
145 დაკავებულიდან 100-ს მიგრაციის ისტორია აქვს, 45 კი გერმანიის მოქალაქეა.
სამართალდამცავთა ცნობით, მოძალადეებს შორის სულ 18 სხვადასხვა ეროვნების ადამიანი დაფიქსირდა. მიგრანტების ყველაზე დიდი კონტინგენტი – 27 ეჭვმიტანილი – ავღანეთიდან არის, 21 კი სირიიდან.
ყველა ეჭვმიტანილი, რომელთა უმრავლესობა მამაკაცები არიან, პოლიციის მიერ საჭირო ზომების მიღების შემდეგ გაანთავისუფლეს.
სადღესასწაულო საღამოს დროს 20-ზე მეტი ეჭვმიტანილი ასევე, საპორტო ქალაქ ჰამბურგში დააკავეს, რომელიც ქაოსმა მოიცვა, რის შედეგადაც პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანები კი დაიწვა.
„ამ ყველაფერში მიგრაციის ისტორიის საკითხი ასევე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს“, – აცხადებს შინაგან საქმეთა საკითხების სენატორი ადგილობრივ საზოგადოებრივ მაუწყებელ NDR-ისთან საუბრისას.
სენატორმა მკაცრი სადამსჯელო ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა იმ პირების წინააღმდეგ, რომელთა სამიზნეც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პერსონალი იყო და განაცხადა, რომ: „ეს არის ყველაზე მიუღებელი ქმედება, რაც კი ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს.. თავს დაესხა მათ, ვინც სხვების დახმარებას ცდილობენ“.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფესარმა თავი შეიკავა საახალწლო არეულობასა და მასობრივ მიგრაციას შორის უდავო კავშირის ხაზგასმისაგან და Twitter-ზე დაწერილ პოსტში სამართალდამცავებს კანონის სრული დაცვით მხოლოდ მათი დასჯისკენ მოუწოდა, ვინც გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ესხმოდნენ თავს.
თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა პოლიტიკოსებმა ნაკლები დიპლომატიურობა გამოიჩინეს. იენს შპანმა, CDU-ს საპარლამენტო ჯგუფის ლიდერის მოადგილემ ერთ-ერთ ადგილობრივ საინფორმაციო გამოშვებასთან განაცხადა, რომ ძალადობის ენით აღუწერელი შემთხვევების მიზეზს სწორედ „არარეგულირებადი მიგრაცია, წარუმატებელი ინტეგრაცია და სახელმწიფოსადმი პატივისცემის ნაკლებობა წარმოადგენს“.
წყარო: ptn.ge