მოსკოვში აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა “რუსეთის ხალხისადმი”, რომელშიც მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომლებიც, როგორც გზავნილშია ნათქვამი, “უფრო მშვიდობიანი მომავლის შესაქმნელად” ისწრაფვიან.
ვიდეოში მოცემულია ისტორიული მოვლენების კადრები, როგორიცაა მეორე მსოფლიო ომი, კოსმოსური რბოლა, კადრებს ახლავს რუსული სუბტიტრები:”ჩვენი ქვეყნები თანამშრომლობდნენ მსოფლიოს წინაშე არსებული უდიდესი გამოწვევების დასაძლევად, თქვენს ლიტერატურას ასწავლიან ჩვენს სკოლებში, თქვენი ნაწარმოებები სრულდება ჩვენს ყველაზე პრესტიჟულ კულტურულ დაწესებულებებში, ისტორიის მანძილზე ჩვენს ქვეყნებს საერთო კულტურა აქვთ. მიგვაჩნია, რომ იმას, რაც ხდება, თქვენ არ იმსახურებთ”, – ნათქვამია მიმართვაში.
На протяжении всей истории наши страны роднила общность культур и наших достижений. Мы считаем, что происходящее вас не достойно, и солидарны с каждым из вас, кто стремится создать более мирное будущее. pic.twitter.com/PcEC8YF6FK
— Посольство США в РФ/ U.S. Embassy Russia (@USEmbRu) January 4, 2023