2022 წლის 24 თებერვალს დაწყებულ ომში უყრაინის მიზანი 1991 წლის საზღვრებამდე მიღწევაა. ამის შესახებ უყრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
უყრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გაზაფხულზე უყრაინა სერიოზულ შეტევას გეგმავს და მარტში “ყველაზე ცხელი” ბრძოლები იქნება.
ბუდანოვის თქმით, უფრო მეტი “ტერიტორიები გათავისუფლდება და რუსეთის ფედერაცია საბოლოოდ დამარცხდება”.
“ეს მთელ უკრაინაში მოხდება – ყირიმიდან დონბასამდე”, – აღნიშნა დაზვერვის ხელმძღვანელმა.
ბუდანოვმა გამოთქვა რწმენა, რომ უყრაინა თავის მიზანს მიაღწევს – “დაბრუნდეს 1991 წლის საზღვრებში”, როგორც ამას საერთაშორისო სამართლის ყველა სუბიექტი აღიარებს.