ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხორბლის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში ხორბალი 4000 ჰექტარ მიწის ფართობზეა დათესილი. 70-მდე ფერმერი წელს საშუალოდ 8 000 ტონა ხორბალს ელოდება.
დღეს სოფელ დისველში, სასოფლო სამეურნეო სავარგულებიდან, ხორბლის მოსავლის აღების პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრო. დავით შერაზადიშვილი ადგილობრივ ფერმერებს გაესაუბრა და მათ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის მიერ შემუშავებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნო.
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამით აქტიურად სარგებლობენ ბოლნისელი ფერმერები. აგრობარათის დარიგება ლიბერთი ბანკის ბოლნისის ფილიალში მიმდინარეობს. აგრობარათით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვინც 2500 კვადრატული მეტრიდან 10 ჰექტრამდე მიწის ფართობს ფლობს.
წყარო: report.ge